ჩვენს შესახებ

ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბი (Transporter Bikers Club) 2024 წელს, კომპანია ტრანსპორტერის ინიციატივით შეიქმნა. კლუბის პირველ პრეზიდენტად - გივი ხვედელიძე იქნა არჩეული. მისი ხელმძღვანელობით, კლუბი აქტიურად იქნება ჩართული მოტო სპორტის განვითარებაში და სხვადასხვა ტიპის მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვაში. ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბი, საქართველოს ნაციონალური მოტო ფედერაციის წევრია.

კლუბის უმთავრესი მიზანია, მოტო მოყვარულების გაერთიანებით შექმნას, ჯანსაღი, სამართლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოება. კლუბი როგორც, უკვე შემდგარ სპორტსმენებსა თუ მოყვარულებს, ისე ახალგზარდა მოტო მრბოლელებს შეუწყობს ხელს, განვითარებასა და წარმატების მიღწევაში.

ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბის მიზნებს წარმოადგენს:

  • მოტო მოყვარულების გაერთიანება და ერთიანი საზოგადოების (community) შექმნა;
  • მოტო სპორტის სახეობების პოპულარიზაცია;
  • ეროვნული და საერთაშორისო რანგის ჩემპიონატების ჩატარება;
  • მოტო ინდუსტრიაში მაღალი სტანდარტების დანერგვა;
  • მრბოლელების წახალისება და ხელშეწყობა;
  • მოტო სფეროს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო კლუბებთან და ფედერაციებთან თანამშრომლობა;
  • ბავშვების და ახალგაზრდა თაობის ჩართვა მოტო სპორტში და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა;